04:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 11:52:04, 1611 ნახვა

საზოგადოება
ცხვირის ოპერაციამდე გარდაცვლილი გოგონას ოჯახი: ყველაფერი დიდი დოზა ნარკოზის ბრალია, ბავშვი ჯანმრთელი იყო

რუსთავში, ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახი საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და მას არაფერი აწუხებდა. მათივე ვარაუდით, ექიმებმა დიდი დოზით ნარკოზი გაუკეთეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. 

"ბავშვი მოგვიკლეს, 18 წლის უმწიკლო გოგო. მოგვიკლეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოპერაცია არ იყო დაწყებული. ცხვირის ძგიდე ჰქონდა გასაკეთებელი, ვერ სუნთქავდა ბავშვი. ნარკოზში მოკლეს ბავშვი. ალბათ მისცეს დიდი დოზა", - აცხადებს გარდაცვლილის ბებია "ინფორუსთავთან" საუბარში. 

ოჯახის ახლობლის თქმით, ახალგაზრდას დილით სინჯი აუღეს და საოპერაციოდ დაახლოებით 40 წუთში შეიყვანეს. 

"ექიმმა უთხრა ყველანაირად ჯანმრთელი ხარო. ალერგია მისცა, როგორც კი, გაუკეთეს ნემსი. 10 წუთი სუნთქვა შეუჩერდა", - დასძინა ოჯახის წევრმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics