|
2019-09-17 13:21:55, 2796 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ხელისუფლება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებზე სისტემატიურ ზეწოლას ახორციელებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებზე ზეწოლაში ადანაშულებს. როგორც სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს დაკავებულებისგან ის ჩვენებები მიიღოს, რომელიც „საქმეების შესაკერად“ სჭირდება. „20 ივნისის სისხლიანი ღამის ჯალათების დასჯის ნაცვლად, ხელისუფლება იმ ადამიანებზე, ვინც არიან დაკავებული, ახორციელებს სისტემატიურ ზეწოლას იმისთვის, რომ მიიღოს ის ჩვენებები, რომელიც სჭირდება პოლიტიკური საქმეების შესაკერად პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე გვაქვს სრული ინფორმაცია, ვიცით კარგად რაც ხდება დახურულ კარს მიღმა და ვიცით, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას“, - აღნიშნა სამადაშვილმა. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, ზეწოლა ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, მათ შორის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაზე“. „გარდა იმისა, რომ ურცხვად აწარმოებთ ზეწოლას დაკავებულ ადამიანებზე, ეხლა უკვე ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ 20 ივნისს დაშავებული ადამიანების უფლებებს. ამისთვის ჩართო საკუთარი პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად ქცეული სახელმწიფო მანქანა „ქართულმა ოცნებამ“. კონკრეტულ საქმეს მოგახსენებთ, არსებობს ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია“. როდესაც მე ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან და ვხვდები ადამიანებს სოფლებში, თქვენგან მიტოვებულ ადამიანებს, ყველა მათგანი მადლობელია ამ ცენტრის იმ დახმარებისთვის, რომელსაც ეს ცენტრი უწევთ მათ. ისინი არიან მსხვერპლი რუსული ოკუპაციის, ნაწამები იმ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომლის მიმართაც სანქციების შემოღებას თქვენ გუშინ მხარი არ დაუჭირეთ აქ, საქართველოს პარლამენტში, ურცხვად. ამ ცენტრს, რომლის უშუალო დახმარების გარდა მსხვერპლებისთვის, მათ მიერ მიცემული ჩვენებები გამოყენებულია მათ შორის სტრასბურგში ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, თქვენმა ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოუცხადა ომი. მიუგზავნა კომისია, ცდილობს, რომ ამ ორგანიზაციას წაართვას ლიცენზია და ეს ყველაფერი დაიწყოს მას შემდეგ, რაც ამ ცენტრმა განაცხადა მზადყოფნა, რომ 20 ივნისს, თქვენს მიერ თვალებდათხრილი ადამიანებისთვის გაეწია სამართლებრივი დახმარება. ეს არის თქვენი რეალური სახე და ეხლა გინდ იყვირეთ, გინდ ნუ იყვირებთ. ამას აკეთებს თქვენი ხელისუფლება. დაინტერესდეს ჯანდაცვის კომიტეტი და მოიწვიოს ჯანდაცვის მინისტრი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)