|
2019-09-17 12:35:46, 1712 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკას დადებითად აფასებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე აღინიშნა. საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მიმდინარეობა და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სტრუქტურულ რეფორმებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ფისკალური მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ. გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და საქართველოს მთავრობის სახელით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია. „მივიჩნევთ, რომ გაუარესებული გარე ფაქტორების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკამ საკმარისი გამძლეობა აჩვენა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია", - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს შემდეგი ვიზიტით ოქტომბერში ეწვევა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)