01:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 14:59:27, 1014 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

13-დან 15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP.  შეჯიბრში წარმოდგენილი იყო - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, ხოლო გენერალური სპონსორი ვითიბი ბანკი.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მხედრები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან.

ტურნირის ორი ეტაპი 13 და 14 სექტემბერს  გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი 15 სექტემბერს ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული, დიდი და პატარა გრანპრის მფლობელი გახდა ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე.

ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა:

ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეხუთე წელია რაც იმართება, აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული საცხენოსნო სპორტის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics