01:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 13:07:29, 984 ნახვა

საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძემ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს მიულოცა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, მშობლებსა და პერსონალს მიულოცა.

აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებით დახვდნენ - პატარების მხიარული განწყობის შესაქმნელად  აღმზრდელებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს. 

"N153 ბაგა-ბაღში გასული არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა დაზიანებული სახურავი, შეიღება ფასადი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ღონისძიებების დარბაზი, ასევე, შეკეთდა ამორტიზებული საევაკუაციო კიბეები. საბავშვო ბაღში წელს  750-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.
„მინდა თითოეულ პატარას, მათ მშობლებს და რა თქმა უნდა, ბაღის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება და ვუსურვო მშვიდობიანი წელიწადი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვენ თბილისის თითქმის ყველა ბაღში ჩავატარეთ სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, განვახორციელეთ  გამაგრება-რეკონსტრუქციისა და ეზოების განახლების პროექტები, რათა კომფორტული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო შეგვექმნა ჩვენი პატარებისათვის,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება პატარებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მიულოცა.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics