00:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 10:37:56, 1094 ნახვა

საზოგადოება
ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან "პიქსელის" შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა.

გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა  ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა.

ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გადის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან უხვევს.

ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან უხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას უკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გადიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებიან.

შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე უხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან უკავშირდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics