06:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-15 11:34:05, 1866 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე- ამბები, რომელსაც ხაზარაძე ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამბავი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ, კითხვის ნიშნებს იწვევს.

"ამბები, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ არ მოხდა ამ ამბების გახმოვანება მაშინ როდესაც ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი. რატომ მიიღო მან მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს

მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, თუ ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, მაგრამ რასაც ის საუბრობს, არის ამბავი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადაო საკითხები განიხილეს. საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს,"-თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ცნობისთვის, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მისი, ბიძინა ივანიშვილის და და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის დეტალები 12 სექტემბრის "რეაქციაში" გაიხსენა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაცვ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილი საქმეს არჩევდა. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილს უნდოდა, ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics