00:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 13:02:27, 1801 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში მოკლული ქალბატონების სახელი მიენიჭა. 

პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერისთვის შერჩეული ტერიტორია, რომელიც 250 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოწესრიგდება, მოეწყობა განათების სისტემა და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება. 

გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა ბორდიური, განთავსდება საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. 

მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს  მაჟორიტარ დეპუტატებთან, რიმა ბერაძესა და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

„ჩუღურეთის რაიონში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს ვაწყობთ, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ომში დაღუპული ქალების ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება ტალღების ფორმის ნარინჯისფერი უსაფრთხოების მოაჯირები. სკვერი ასევე, გამწვანდება, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 77 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ ასრულებს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics