00:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 12:57:58, 1910 ნახვა

საზოგადოება
„ყოჩაღ თეა, თავდებში ვუდგები“ - მეჭიაური ქუცნაშვილის ცოლისა და #სირცხვილიას წევრის ინციდენტს გამოეხმაურა

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ცოლისა და სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვილიას“   აქტივისტის ირაკლი არეშიძის ინციდენტს გამოეხმაურა.

„ყოჩაღ თეა, თავდებში ვუდგები“, - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე თამაზ მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ „სირხვილიას“ აქტივისტმა ირაკლი არეშიძემ განაცხადა, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ მას სახეში დაარტყა. როგორც არეშიძე აღნიშნა, შემთხვევა გონიოს სასტუმროში მოხდა. „გონიოში, სასტუმროში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ისვენებდა ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ადამიანები ციხეში არიან, ადამიანებს თვალები დაეთხარათ, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ და ასე შემდეგ. ის მეუბნებოდა, აბა, ჩამოდიო. მერე რომ ჩავედით, „ჩექ აუთი“ იყო, მომვარდა მისი ცოლი, გამოექანა და მთხლიშა, ვის უწოდე მონაო. დავრეკე 112-ში და გამოვიძახე პატრული“, - განაცხადა აქტივისტმა მტავარ არხთან საუბარში.

ფაქტთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics