08:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 10:24:28, 2605 ნახვა

სამართალი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტს შეიმუშავებს. დოკუმენტის შესამუშავებლად, თბილისში, ხუთდღიანი სემინარი გაიმართა.

სემინარის მიმდინარეობისას, ჩატარდა როგორც შესაბამისი სწავლებები, ისე სამუშაო შეხვედრები. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საუბარი შეეხო ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით არსებულ პრაქტიკას, გამოვლინდა ხარვეზები და საჭიროებები, ასევე, დაიწყო მუშაობა სამოქმედო პროცედურების პირველადი პროექტის შესადგენად.

სტანდარტული სამოქმედო პროცედურების საბოლოო პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში საბოლოო ფორმას მიიღებს, მნიშვნელოვნად განაახლებს სამსახურის მიდგომებს და გააუმჯობესებს ქბრბ ჯგუფის შესაძლებლობებს ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე.

სემინარს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებითან ერთად, ესწრებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics