|
2019-09-13 14:04:31, 6873 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა დასავლეთზე: ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით და სამხედრო ბლოკებში ითრევენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა დასავლეთს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, დასავლელი კოლეგები რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკას იყენებენ და ოკუპაციაზე საუბრობენ. გარდა ამისა, მან ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "უკვე შემდგარ, სუვერენულ სახელმწიფოებად" მოიხსენია. "ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში, ყველაფერს აკეთებენ რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან, რეგიონში უსაფრთხოების დამყარებით. და საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე. სწორედ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ალიანსში მიღების გარანტიის შესახებ, სააკაშვილის რეჟიმმა აღიქვა როგორც პირდაპირი სიგნალი „სამხრეთ ოსეთში“ აგრესიისთვის, რამაც, საბოლოოდ, რეგიონში ცვლილებები გამოიწვია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ეყრდნობიან რუსეთის მოკავშირულ დახმარებას და რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტია, ამაგრებენ თავის სახელმწიფოებრიობას. გასულ წლებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედგნენ როგორც სუვერენული სახელმწიფოები", - განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)