00:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 13:04:47, 1248 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა ლაზარევაცის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო

ქართული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სერბეთში დაინერგა. სერბეთის ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში ქართული მოდელის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა ბრანკო რუჟიჩმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტის მერი სანდრა პანტელიჩი, საქართველოსა და სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი.

 სერბეთი  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რომელიც იზიარებს საქართველოს გამოცდილებას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვის კუთხით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირში გაწევრების გზაზე მდგარი სახელმწიფო საქართველოსგან იღებს მაგალითს და ქვეყანაში ნერგავს საჯარო ადმინისტრირებისა და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს და სხვა მიღწევები, რაც საქართველოს აქვს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, იქნება შესანიშნავი აქტივი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც მიმართულია ხარისხის ზრდასა და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა ბრანკო რუჟიჩმა მიიწვია. რუჟიჩი საქართველოში  2017 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, როცა ხელი მოეწერა და საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცენტრების ქართული მოდელის სერბეთში დანერგვის პროცესს.

ქართული დელეგაცია სერბეთში 13 სექტემბრამდე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკვე შეხვდა სერბეთის პრემიერ-მინისტრს. თეა წულუკიანი დღეს სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს შეხვდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics