|
2019-09-12 15:39:08, 2254 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა
ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი სერბეთში ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაა. საზოგადოებრივი ცენტრის ექსპორტი სერბეთის ქალაქ ლაზარევაცში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მას სერბეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სერბეთსა და საქართველოს შორის ამჟამინდელი ინტენსიური ურთიერთობების გამო და საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება სერბეთის მხრიდან საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას და მზადაა, თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სერბეთს ბიზნესის კეთების რეიტინგის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. მხარეები ამ მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. სერვისების მიწოდების ქართული მოდელის ექსპორტით სერბეთი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. საქართველოსთან ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრის სერბული ანალოგი, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს სწრაფად და კომფორტულად მიაწვდის. პირველი საზოგადოებრივი ცენტრი სერბეთში ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და მას სიმბოლურად საქართველოს იუსტიციის მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ბრანკო რუჟიჩთან ერთად გახსნის. ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანსა და სერბეთის რესპუბლიკაში ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდება.
(NS)
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)