|
2019-09-12 15:11:59, 2292 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - რეიტინგის გაუმჯობესება კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს პოზიცია ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დადებით დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ეს არის კარგი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც აუმჯობესებენ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. Fraser institute-ის 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" თანახმად, საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში - „მთავრობის ზომა" (7,58 ქულა შეადგინა), „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა" (6,34 ქულა შეადგინა), „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება" (8,74 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია" (8.15 ქულა შეადგინა) მდგომარეობა გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია. საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.
(NS)
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)