23:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 14:55:42, 1833 ნახვა

საზოგადოება
„ხელისუფლების მხრიდან, სრულიად მიტოვებული ვარ“ - აქტივისტი ოკუპირებული ახალგორიდან შიმშილობას იწყებს

აქტივისტი ოკუპირებული ახალგორიდან თამარა მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ ის Facebook-გვერდზე წერს. 

აქტივისტის განმარტებით, პროტესტის უკიდურესი ფორმა იმისთვის აირჩია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები შეხვდნენ.

"დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით- მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ. ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს, გთხოვთ, დაინტერესდეთ, რათა ჩემს შესახებ პროტესტის ადრესატებმა გაიგონ. მეგობრებს სტატუსის გაზიარებას გთხოვთ", - წერს მეარაყიშვილი. 

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თამარა მეარაყიშვილი ახალგორში დარჩა. 2017 წელს ცხინვალის ხელისუფლებამ ღია კრიტიკის საპასუხოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics