23:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 13:20:30, 1523 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, იგება ფილები და ჩატარდება უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციაც.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

„მერვე მიკრორაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო - ცვიოდა ფილის ფრაგმენტები და ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 24 აივანი გამაგრდება და მოსახლეობა ბევრად უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბილდინგ კომპანი“ ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 850 ლარია გათვალისწინებული.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics