|
2015-07-13 12:05:52, 468 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი საოკუპაციო ხაზის გადმოწევას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გმობს და მას სამწუხარო ფაქტს უწოდებს. „ეს სამწუხაროა და ჩვენ ვგმობთ მას. ასეთი აბრები, რაც მათი აზრით საზღვრებს განსაზღვრავს, ძალიან ბევრი დგას სხვადასხვა სოფლებში, იგივე თამარაშენში, ზევით აყოლებაზე, ახლა აქ გააკეთეს. ეს ჩვენთვის პირველი და უცხო არ არის. რა თქმა უნდა ამას ვგმობთ“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)