|
2019-09-11 11:59:21, 6086 ნახვა
მსოფლიო
11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. ყოველწლიური ცერემონია ნიუ-იორკში, ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან ჩატარდება. ღონისძიებაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ და გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს, რის შემდეგაც წმინდა პავლეს ტაძარში "იმედის ზარები" დაირეკება. ცნობისთვის, ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტმებერს განხორციელდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს გამიზნულად დააჯახეს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა 2 საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვები კი დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა. ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)