05:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 16:04:36, 1956 ნახვა

პოლიტიკა
ნოდია - რასმუსენის განცხადება არ ნიშნავს, რომ ტერიტორიების დაკარგვას ვეგუებით

 „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა შევეგუოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას და რაღაცაზე გადავაფორმოთ“, - ამ სიტყვებით პოლიტოლოგი გია ნოდია ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან  ანდერს ფოგ რასმუსენს გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ქვეყანამ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.

ნოდიას შეფასებით, რასმუსენის შეთავაზებაში საქმე ეხება საუკეთესო შედეგის მიღწევას მოცემულ რეალობაში.

„ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც როგორც ვიცი, თავიდან საქართველოდან წამოვიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა შევეგუოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას და რაღაცაზე გადავაფორმოთ. არამედ აქ საქმე ეხება იმას, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ მოცემულ რეალობაში. ეს არის იდეა. ის რომ ჩვენ გვაქვს გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტები, ამ ვითარებას დასავლეთ ევროპაში იყენებენ ხელისუფლებები და მთავრობები, რომლებსაც მაინდამაინც არ უნდათ საქართველოს ნატო-ში მიღება“, - განაცხადა გია ნოდიამ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics