02:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 11:10:22, 1558 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი გახარიას - თუ ამთავრებთ ენმ-ს დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და მე დავამთავრებ

ამ ე.წ. კოჰაბიტაციამ, რომელიც თქვენმა ხელისფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, გააბრაზა ქართველი ხალხი, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას.

ინაშვილმა გახარიას მოუწოდა ერთი კვირით დანიშნოს მთავარ პროკურორად და ის თავად „დაამთავრებს“ წინა ხელისუფლებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საკითხი და ეს ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც თქვენმა ხელისფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია, სერიოზულად დახია უკან და გააბრაზა ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი თქვენზე არის ძალიან გაბრაზებული.  მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს - „მე თქვენ დაგასრულებთ“, „მე თქვენ დაგამთავრებთ“ და ასე შემდეგ... ბატონო გიორგი, თუ „ამთავრებთ“ „დაამთავრეთ“ და დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ან მე გთავაზობთ ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და „როგორ დავამთავრებ“ და მტკიცებულებებს როგორ ამოვიღებ და 56 000 მოწმეს როგორ დავაბურნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი ღია შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად არ არის პრობლემა“, - მიმათა ინაშვილმა გახარიას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics