16:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 18:33:24, 2835 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო გამოფენაზე Riga Food 2019 ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი

ლატვიის დედაქალაქი კვების მრეწველობის ყოველწლიურ საერთაშორისო  გამოფენას Riga Food 2019  მასპინძლობს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, უკვე წლებია, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში საქართველოც მონაწილეობს.

საქართველოს სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდსს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ უმასპინძლა. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე პოპულარიზაცია და საექსპორტო არეალის გაფართოება. საერთაშორისო გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ დამთვალიერებლებს, მოიძიონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას“, - აღნიშნა თეა მაისურაძემ.

წელს, ქართულ სტენდზე საკუთარი პროდუქცია 14-მა ქართულმა კომპანიამ (მურაბელა, კულა, ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი, EU-GS STANDART GmbH, კორპორაცია ქართული ღვინო, მეღვინეობა ბესინი, ნინო მერის მარანი, შილდა, ბალავარი, მელიქტონი ჩიფსი Frixx, შატო ატენი, ჩელთი, ამოსა, Alpha Group) წარმოადგინა.

სურსათის, სასმელების, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების,  HORECA და მაღაზიების აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა Riga Food 2019, 4-7 სექტემბერს  იმართება. გამოფენაში მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

მომავალი წელი გამოფენისთვის საიუბილეოა. 2020 წელს,  საერთაშორისო გამოფენა Riga Food ოცდამეხუთედ გაიმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics