|
2019-09-06 10:52:44, 2029 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: 3 100 000-ზე მეტი პირის მონაცემი არის ისეთი, რომელიც ვერ გაყალბდება, რადგან ბიომეტრიულ მონაცემებს ეფუძნება
„3 100 000-ზე მეტი პირის მონაცემი არის ისეთი, რომელიც ვერ გაყალბდება, რადგან ეფუძნება ბიომეტრიულ მონაცემებს და ეს სამუშაო გრძელდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პროგრამის წარდგენისას განაცხადა. „საარჩევნო წელი მოდის. შესაბამისად, ჩვენ გავაორმაგეთ შრომა ჩვენი საარჩევნო მონაცემების დასახვეწად. დღეისათვის გეტყვით, რომ საარჩევნო სიის ნაწილში მონაცემები არის ამგვარი: საარჩევნო სიაში 3 561 126 პირია. აქედან, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ვიტყვი, რომ დაზუსტდა და უტყუარად შეიძლება ჩაითვალოს 3 115 296 ამომრჩევლის მონაცემი. შესაბამისად, 3 მილიონ 100 ათას ამომრჩეველზე მეტი მონაცემი არის მონაცემი, რომელიც ვერ გაყალბდება, რადგან არის ბიომეტრიულ მონაცემზე დაყრდნობილი. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩვენებისთვის იყო მხოლოდ 778 ათასი უტყუარი მონაცემი. დანარჩენი შესაძლებელი იყო, თუკი ამას ვინმე მოისურვებდა, გაყალბებულიყო. ჩვენ საარჩევნო სიიდან ბოლო წლების განმავლობაში ამოვრიცხეთ 8 581 მიცვალებული − ჩვენთვის უცნობია, 2012 წლამდე ეს რაოდენობა აძლევდა თუ არა არჩევნებში ხმას. ასევე, ამოვრიცხეთ ის პირები საარჩევნო სიიდან, რომლებიც ორჯერ იყვნენ სიაში შეტანილი − ასეთი 10 ათასამდე პირია, მათ შორის, ისინი, ვისი ფოტოც იყო სხვა ან გვარ-სახელზე იყო მიბმული სხვა პირის ფოტო. ეს სამუშაო გაგრძელდება, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო დახვეწილი. ყველაზე დახვეწილი და სანდო სია ჩვენ გვქონდა სწორედ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, ვინაიდან ეს არის დახვეწის დინამიკური პროცესი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)