|
2019-09-05 18:03:28, 1480 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 8 თვის ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია
2019 წლის 8 თვის ფაქტობრივი მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება. „1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალური პროექტების დაფინანსების ნაწილში შესრულება შეადგენს 2 038,0 მლნ ლარს, რაც 628,0 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, მეტწილად ობიექტური მიზეზების გამო, გვექნება გარკვეული აუთვისებლობები, ვფიქრობ, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება. აღსანიშნავია, რომ ათვისების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია არამხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ მუნიციპალიტეტებში, სადაც გასულ წელთან შედარებით გვაქვს 40%-იანი ზრდა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა იმ მუნიციპალური პროექტებისთვის, რომელთა დასრულება დაგეგმილი იყო 2020 წელს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტების შესრულების მაღალი ტემპის გათვალისწინებით მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)