|
2019-09-05 12:00:59, 1503 ნახვა
სამართალი
გომელაური: აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“. „ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე უბედურ შემთხვევებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“. ზემოაღნიშნულის გარდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის განვითარება. ეს მეტად მნიშვნელოვანი თემაა, საგზაო უსაფრთხოება. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იღუპება სიჩქარის გადაჭარბებაა თუ ღვეთის გაკეთების თემა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისე გავაკეთოთ, რომ კომფორტული იყოს მოქალაქისთვისაც და პოლიციელისთვისაც ურთიერთობა რომ არ დაიძაბოს“, - განმარტა ვახტანგ გომელაურმა.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)