07:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 10:55:21, 1427 ნახვა

სამართალი
შსს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი" კამერების განთავსებას განაგრძობს.

უყების ცნობით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი" კამერები ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 4 ლოკაციაზე ამოქმედდა:

1. მე-17 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი) - მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

2. მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) - მე-17 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

3. მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) - 21-ე კილომეტრამდე (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

4. 21-ე კილომეტრიდან (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა) - მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 697 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. საქართველოს მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics