|
2019-09-04 13:04:26, 1532 ნახვა
სამართალი
ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ არცელებს. მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციას 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და ასევე მოსთხოვა ფულადი თანხა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს. „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად“, - ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)