|
2019-08-30 17:22:05, 2226 ნახვა
კომენტარი
სუს-ის წარმომადგენელი - პოლიციის საგუშაგოს მოწყობაზე, ჩვენი და საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული მხარისა და საოკუპაციო ძალების პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება. ანთაძის შეფასებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე შეინიშნებოდა, ის რომ მხარეები მზად არიან კონსტრუქციული დიალოგისთვის. მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. "დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული. თუმცა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით მიღწეულ იქნას შეთანხმება. მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით იმ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცვდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომში გატარდება ყველა ძალისხმევა, რომ შესაძლო გართულებები კონსტრუქციული დიალოგის გზით განიმუხტოს. საგუშაგო აქ დგას. რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით. ცენტრალური ხელისუფლებისგან გაჟღერდა პოზიცია, რომ წარმოუდგენელია ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე დაემუქროს სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მხრიდან. ამის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა", - განაცხადა ანთაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)