00:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 13:52:36, 664 ნახვა

რეგიონი
ოქროპილაურის დროს უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

მალე სოფელ ოქროპილაურის დროს უბანი წყლის ახალი სისტემით ისარგებლებს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ 2500 მ. სიგრძის და 40 სმ. დიამეტრის წყლის მილი უკვე შეიძინა. ამისთვის ბიუჯეტიდან 3200 ლარამდე გამოიყო.

სოფელში მილის მოსაწყობად, შიდა ქსელური სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება.

ამ დრომდე, სოფელ ოქროპილაურის დროს უბანში წყლის მიწოდების სისტემა მოძველებული იყო. არსებული ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე არ განახლებულა და მუდმივ შეკეთებას საჭიროებდა.

სასმელი წყლის პოლიეთილენის მილისა და გადასაბმელი სამაგრების შეძენა ადგილობრივებმა „სოფლის მხარადაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადაწყვიტეს.


 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics