15:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 15:54:07, 540 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების საფუძველზე ასახლებენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 2008 წელს, მაშინდელი  შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ასახლებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“  შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  ე.წ. მეტრომშენის კორპუსების ბინებს, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, მესაკუთრეები ჰყავს. სოციალურად დაუცველ ოჯახებთან კი, მერია ფართებით გამოყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

„ქუჩაში არავის ყრიან და პოლიციის მხრიდან არანაირ ძალისმიერ მეთოდებს ადგილი არ აქვს. ეს ხდება 2008 წლის 747–ე ბრძანებით. მერია მათთან აწარმოებს მოლაპარაკებას ფართების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ შსს–ში.

ცნობისთვის, 2008 წელს „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“   ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, პირი, რომელიც სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას იკავებს, გაფრთხილების შემთხვევაში ვალდებულია,დატოვოს.

„ სავარაუდო ხელმყოფი ვალდებულია გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები.“, – ნათქვამია ბრძანებაში.

აღნიშნულ ბრძანებას 2008 წელს , მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics