2019-08-28 14:01:47, 1593 ნახვა
რეგიონი
ნინოწმინდაში, ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ოცნების“ დეპუტატის ფოტო გამოფინეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ფოტო გამოფინეს.
როგორც მკოიანი განმარტავს, ის სოფელ სათხეშია დაბადებული და გაზრდილი, რის გამოც შესთავაზეს, მისი ფოტო და ჯილდოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულიყო.
ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელში 24 აგვისტოს გაიხსნა. მუზეუმი, ალბერტ ისოიანის შვილის, არტურ ისოიანის დაფინასებით აშენდა, რომელიც ბიზნესმენია და რუსეთში ცხოვრობს. აქ, გამოფენილია სოფლისათვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთები და საოჯახო ფოტოები, მათ შორის არის ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებიც.
ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან