|
2015-07-10 13:00:45, 337 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: არაფერი მოხდება, რაც საბანკო სისტემას დააზიანებს
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის მტკიცებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა საბანკო სისტემას არ დააზიანებს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე მუშაობას არ დაასრულებს, სანამ ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული. “მინდა დავამშვიდო ყველა ბიზნეს წრეები, პოლიტიკური წრეები, საზოგადოება, ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ვინც ამ პროცესს უყურებენ და შესაძლოა ღელავენ, არაფერი არ მოხდება ისეთი რაც დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, საბანკო სისტემას. საკითხზე მუშაობა გრძელდება, იმ დრომდე სანამ ამ სფეროში პრინციპული ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ, ყველას გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომა და სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანაშორმლობით მიმდინარეობს ეს პროცესი. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ამ თემაზე მუშაობა გრძელდება. არ გამოვრიცხავ, მომავალი კვირისთვის პროექტი მეორე მოსმენით განვიხილოთ. პროცესი გრძელდება, შეშფოთების საფუძველი არ აქვს, ჩვენ ყველა პოზიციას დიდი ყურადღებით ვისმენთ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)