|
2019-08-27 13:53:03, 1496 ნახვა
რეგიონი
„აირჩიე საქართველო“, „აირჩიე ბათუმი“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი კამპანია დაიწყო
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინტერნეტკამპანია „აირჩიე ბათუმი“ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით თავიანთ ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. ონლაინ კამპანიის მთავარია გზავნილია #აირჩიესაქართველო, რაც აჭარის ტურისტული ადგილებისა და პერსონაჟების მიხედვით იცვლება. თუკი ბათუმი დაუვიწყარი მოგონებების ადგილია რეჟისორ ლევან წულაძისთვის, ის ინსპირაციის წყაროა მწერალ დათო ტურაშვილისთვის, ხოლო მსახიობ ია სუხიტაშვილს მასთან ცხოვრების საუკეთესო წლები აკავშირებს. ბათუმთან ერთად პერსონაჟები ასევე საუბრობენ მტირალას ეროვნულ პარკზე, ქობულეთზე, კვარიათზე, მწვანე კონცხსა და ჩაქვზე. „წელს, ჩვენს რეგიონს განსაკუთრებით ესაჭიროება შიდა ტურისტების მხარდაჭერა, ამიტომ კამპანიით მოვუწოდებთ ყველას აირჩიონ საქართველო, კერძოდ კი აჭარის კურორტები დასასვენებლად და სამოგზაუროდ. ძალიან ემოციური და თბილი ვიდეორგოლები გამოვიდა, სადაც ყველა პესონაჟი აჭარის კურორტებთან დაკავშირებულ პოზიტიურ ემოციებსა და მოგონებებს იხსენებს. მოგზაურობაც სწორედ დადებითი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიღების საუკეთესო საშუალებაა. ამ მხრივ აჭარა კი ნამდვილად გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე. • ნიკოლოზ წულუკიძე - #აირჩიემტირალა • ლევან წულაძე - #აირჩიებათუმი • გაგა ჩიხლაძე - #აირჩიექობულეთი • დათო ტურაშვილი - #აირჩიებათუმი` • ზურაბ შევარდნაძე - #აირჩიემწვანეკონცხი • დავით ევგენიძე - #აირჩიეკვარიათი • ია სუხიტაშვილი - #აირჩიებათუმი • რუსკა მაყაშვილი - #აირჩიებათუმი • ნუკი კოშკელიშვილი - #აირჩიებათუმი • ნიკოლოზ რაჭველი - #აირჩიეჩაქვი 15 ვიდეორგოლიდან 10 სოციალური მედიის მოხმარებლებმა უკვე ნახა, დანარჩენი 5 ეპიზოდი სოციალურ ქსელებში კი აგვისტოს ბოლომდე ეტაპოპრივად ჩაეშვება. მათ შორისაა ბათუმის დელფინარიუმის პიარ მენეჯერისა და შოუს წამყვანი ბერდია კუტუბიძის, ტელეწამყვან თორნიკე კვერენჩხილაძის, მოდელ თამთა შედანიას, ფოტოხელოვანების გოგა ჩანადირისა დამარი ნაკანის მონაწილეობით შექმნილი რგოლები.
(NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)