|
2019-08-26 17:14:36, 3539 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: კახეთის მოსახლეობასთან განვიხილეთ პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას
„ადგილობრივ საჭიროებებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და ყველა პროექტი, რომელიც ერთობლივად განვიხილეთ, ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ინკლუზიურად იდეების გენერირება და შეიქმნას ისეთი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებას ზრდას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის მოადგილესთან ერთად თელავის სოფლებში - კისისხევში, ნასამხრალსა და წინანდალში იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტარები - ირაკლი სესიაშვილი, ლევან კობიაშვილი, გელა სამხარაული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. როგორც შეხვედრებზე ითქვა, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან იმ გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა. „ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების გამართვა, ვინაიდან უშუალო კონტაქტი მყარდება მოსახლეობასთან და ადგილზე ვეცნობით პრობლემებს, რომლებიც შემდეგში არის მოსაგვარებელი. 2020 წლის ბიუჯეტი უკვე არის დაგეგმარების პროცესში და გვსურს, გავაკეთოთ აქცენტები და პრიორიტეტები გამოვყოთ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით. ამ კომუნიკაციის ხიდი სულ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრებზე ხაზი გაესვა მცირე სასტუმროებისა და ღვინის ტურიზმის განვითარებასაც. „ბუნებრივია, როდესაც ორიენტირებულები ვართ, რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი, მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სერვისი. ამ მხრივ, ძალიან კარგი ინიციატივა გააჟღერა ადგილობრივმა ხელისუფლებამ - ეს არის კოოპერირების მოდელი, სადაც არის სახელმწიფოს კონტრიბუციაც და ეს ყველაფერი გავაცანით მოსახლეობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)