|
2019-08-26 14:46:12, 1702 ნახვა
საზოგადოება
MAN-ის 50 ავტობუსი დაგვიანებით, სექტემბრის ბოლოს შემოვა
MAN-ის მარკის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც თბილისში ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, სექტემბრის ბოლოს იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, აღნიშნულის გამო მას, კომპანიასთან ძალიან ცუდი საუბრები ჰქონდა. „კომპანიასთან ძალიან ცუდი საუბარიც გვქონდა, რადგან მიუღებელია ეს ყველაფერი. კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერი და ეს არ არის უბრალო კომპანია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია. მან აიღო ვალდებულება, 90 ერთეული ავტობუსი უნდა მოეწოდებინა ჯერ მაისის, შემდეგ კი ივნისის თვეში. მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ბოლოს გვითხრეს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მოწოდებული დარჩენილი 50 ავტობუსი. გარდა ამისა, სექტემბერში 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის ნაწილი შემოვა. მათი მოწოდება წლის ბოლოსთვის დასრულდება“, -განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)