19:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 14:35:47, 1540 ნახვა

პოლიტიკა
„იმედი გვაქვს, პროცესი ლეგიტიმურ ჩარჩოებში ჩატარდება“ - კრემლი აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს აკვირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

როგორც პესკოვმა აღნიშნა, ოფიციალური მოსკოვი იმედოვნებს, რომ დე-ფაქტო არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდება. 

"რა თქმა უნდა თვალს ვადევნებთ არჩევნებს. ველოდებით მეორე ტურს. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო პროცესი ლეგიტიმურ ჩარჩოებში წარიმართება", - განაცხადა პესკოვმა. 

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებუ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics