14:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-24 13:21:27, 1536 ნახვა

საზოგადოება
ჩუგოშვილი: პროკურატურამ ისე უნდა წარმართოს პროცესები, რომ კერზაიას ოჯახს ჰქონდეთ განცდა, გადაწყვეტილება სამართლიანი იყო

პროკურატურამ ისე უნდა წარმართოს პროცესები, ია კერზაიას ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვიის შეფასებით, სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული.

„როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვთ განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს არის ძალიან სამწუხარო. პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიინი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა,როდესაც ოჯახის წევრს ჩრჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსსენებთ, რომ გუშინ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საგამოძიებო უწყება  მიზეზად „დანაშაულის არარსებობას“ ასახელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics