19:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 18:45:48, 1725 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ ბელორუსში ქართული სავაჭრო სახლის გახსნა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობების ინტენსიურობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics