|
2019-08-23 16:37:07, 2944 ნახვა
მსოფლიო
„ეს რეჟიმი ინანებს, იმას რასაც აკეთებს“ - ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. ნავალნიმ რუსეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღებში მონაწილე ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადა. მან დაკავებულ თანამემამულეებს სოლიდარობა გამოუცხადა. "რუსეთის მთავრობას არ ყოფნის ის ფაქტი, რომ არჩევნებს აყალბებს, ისინი უვე მოქალაქეების დაკავებაზე არიან გადასულები. მათ ეშინიათ. საპროტესტო ტალღა უფრო გაძლიერდება და ეს რეჟიმი ძალიან ინანებს, იმას რასაც აკეთებს", - განაცხადა ნავალნიმ. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 24 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულებისთანავე ის ისევ საპყრობილეში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)