13:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 13:25:05, 789 ნახვა

საზოგადოება
ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამუშაოების ფარგლებში, ტიხონოვის ქუჩაზე, დაახლოებით, 4 200 კვ.მ ფართობზე, სადაც  გამართულია წყალარინების სისტემა, უკვე მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 513 ლარია გათვალისწინებული. 

რაც შეეხება მარჯანიშვილის ქუჩას, სამუშაოები დაახლოებით, 5 700  კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის მოსაწყობად მიმდინარეობს. 

გლდანის რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის თქმით, პრიორიტეტულია სწორედ ისეთი ქუჩების მოწესრიგება, სადაც დღემდე გრუნტის გზაა. 

„გლდანის რაიონში კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად  ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩების მოწესრიგებას ვახორციელებთ. ამ  დასახლებაში გრუნტის გზა იყო  და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, სამუშაოების შედეგად კი ასფალტის საფარი მოეწყობა და ეს პრობლემაც გადაიჭრება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული  შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან  ერთად გაეცნო. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics