|
2019-08-23 11:22:51, 2397 ნახვა
მსოფლიო
ამაზონის ხანძრებში ბრაზილიის მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ადანაშაულებენ
ბრაზილიაში, „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტროპიკული ტყეები იწვის. BBC-ის მონაცემებით, 2019 წელს ამაზონის ჯუნგლებში ათწლეულის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ხანძარი დაფიქსირდა. „კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის“ (Inpe) მონაცემებით, წელს, 2018 წლის დროის იგივე მონაკვეთთან შედარებით, ხანძრების რაოდენობა 85%-ითაა გაზრდილი. ტყის ხანძრები ამაზონში მშრალი სეზონის განმავლობაში, ივლისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. ხანძრები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი მოვლენებით(მაგ. მეხის დაცემა), ასევე ხელოვნურად - ფერმერები საძოვრებისა თუ სასოფლო-სამეურნეო მიწების მიღების მიზნით, ტყისგან მიწას ამგვარად ასუფთავებენ. ეკო-აქტივისტები ტყის ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რომელიც ანტი-ეკოლოგიური რიტორიკით გამოირჩევა. თავის მხრივ, ბოლსონარუ ხანძრების გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს, და აცხადებს, რომ ამ გზით მათ მთავრობის იმიჯის შელახვა სურთ. მოგვიანებით, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ბრაზილიას ცეცხლის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი რესურსი არ აქვს. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ 8 თვეში ბრაზილიაში 75000-ზე მეტი ტყის ხანძარი დააფიქსირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, მთელი 2018 წლის მანძილზე, სულ 39759 ხანძარი მოხდა. მომზადებულია BBC-ის მიხედვით.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)