13:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 20:10:54, 1092 ნახვა

საზოგადოება
ხაზარაძე: TV პირველი არ არის წერეთლების ოჯახის - ის დემოკრატიის მონაპოვარია

TV პირველი არ არის წერეთლების ოჯახის დიდი ხანია, ის არის საქართველოსი, ის არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა“, - ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენებას.

ხაზარაძის შეფასებით, ბრალდება წერეთლისთვის არის ზეწოლა.

„ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით. იგი არც დირექტორი იყო არც მეწილე და მონაწილე. ანუ საქმე გვაქვს ავთო წერეთელზე პირდაპირ ზეწოლაზე, რათა მან გავლენა მოახდინოს თავისი ოჯახის წევრებზე, რომ თავისუფალი მედიისგან, ისევ მივიღოთ გაუგებარი რამ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ  გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურატურამ  TV პირველის მფლობელის მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ცნობით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics