20:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 19:48:56, 2039 ნახვა

სამართალი
ჯაფარიძე: პროკურატურა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად გადაიქცა - მზად ვართ დარტყმისთვის

 

 „ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა, ჩვენ არ ვეფარებით არაფერს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მათზე დევნა გრძელდება.

ამასთან, ჯაფარიძე წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს და პასუხისმგებლობას გენერალურ პროკურორს აკისრებს.

„გრძელდება ჩვენი დევნა. ძალიან სამწუხარო ამბავი უნდაა გითხრათ, რომ პროკურატურა, როგორც საელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. თვითონ ბრალი, რომელიც წაყენებულია ჩვენს მიმართ არის სრულიად აბსურდული ცილისწამება, ის შეიძლება თავისი ცინიზმითა და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის, ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში და მერე მის ამაში დადანაშაულებას. უნდა გითხრათ, რომ გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, ის დღეს მიისწრაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისაკენ,  მაგრამ ის არის პირდაპირ დამნაშავე ყველა იმ აბსურდული ბრალის, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს, მისი ხელდასმით ხორციელდება ეს და  ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ნათელია რა აბსურდთან გვაქვს საქმე.

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა, ჩვენ არ ვეფარებით არაფერს. ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელს ეტყობა სიტყვა გაუგია ინდულგენცია და ხმარობს ამ სიტყვას სრულიად გაუგებრად და უკონტექსტოდ, მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ინდულგენცია სულ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე ისინი გულისხმობენ და აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გართულებისათვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics