|
2019-08-21 12:31:50, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ბრაიზა: თუ ანაკლიის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ „ვითომ“ სუვერენული სახელმწიფო ხართ
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ ვითომ-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- თან ინტერვიუს დროს განაცხადა. ბრაიზა მიიჩნევს რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხითაც. „ანაკლიის პორტი სტრატეგიულად საქართველოსთვის თამაშის წესებს ცვლის. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას. ცხადია, ამ პორტს გავლენა ექნება ეროვნულ უსაფრთხოებაზეც, მაგრამ არანაკლებ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე. მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალის, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი, ანაკლიის პორტის გამოყენება განიხილონ. ასე რომ, პორტის ასენების შემდექ იქნება მეტი ბიზნესი, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბრაიზამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)