|
2019-08-21 00:12:31, 1293 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავი 2 პაატა იაკობაშვილმაც დატოვა
კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს. იაკობაშვილის თქმით, ის ამჟამად შვებულებაშია, თუმცა არხიდან თავისი კოლეგების მსგავსად, მიდის. ამის შესახებ იაკობაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა “მთავარში” სტუმრობისას განაცხადა. “აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას და მმართველ პარტიას უბრალოდ სურთ, ხავერდოვანი ცვლილებების სახე მისცენ ამას ყველაფერს, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა,” – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა. დღეს ეთერიდან რუსთავი 2 დატოვა, კურიერის წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიკო ჯოჯუამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)