|
2019-08-20 14:10:08, 1331 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ „საპარლამენტო არჩევნებს“ ჩინეთის, გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების დეპუტატები დააკვირდებიან
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩინეთის, გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნებიდან დეპუტატები დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვლენ - ამის შესახებ „რია ნოვოსტს“ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან გალუსტიანმა განუცხადა. „ამ არჩევნებმა საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის კუთხით, შესაძლოა, რეკორდი მოხსნას. პირველად ჩამოდიან დეპუტატები გერმანიიდან, ჩინეთის რესპუბლიკიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. ახლა, ჩვენთან ევროპარლამენტის დეპუტატები ჩამოდიან“, - განაცხადა გალუსტიანმა. გალუსტიანმა განმარტა, რომ ევროპელი და ჩინელი საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა მოახლოებულ არჩევნებში ახლახანს შექმნილი საერთაშორისო საპარლამენტო მოძრაობის , "აფხაზეთის მეგობრების ლიგის" ძალისხმევის შედეგია. ამასთან, მისივე თქმით, 22 აგვისტოს "მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები" აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩამოსვლას დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 25 აგვისტოს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)