|
2019-08-20 12:12:06, 1224 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ციხეების უმრავლესობა უნდა გაუქმდეს, მსუბუქი დანაშაული პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვარშავაში ჩაწერილი სარეკლამო რგოლი გაავრცელა, სადაც საქართველოს განვითარების მისეული ხედვაა წარმოდგენილი. კლიპში ექსპრეზიდენტი ციხეების უმრავლესობის გაუქმებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსუბუქი დანაშაულები და მძიმე დანაშაულთა ნაწილი პატიმრობით არ უნდა დაისაჯოს. “საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს. უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საერთოდ საპატიმრო სანქციებით. თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრესი იძლევა საშუალებას ბევრი ალტერნატიული შეზღუდვის და რესოციალიზაციის ღონისძიებების გატარების, საზოგადოებაში დაბრუნების ღონისძიების გატარების, ადამიანის ციხეში გამოკეტვის გარეშე. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, ყაჩაღები, პედოფილები და ძალიან შეზღუდული სხვა რაოდენობის დამნაშავეები“, - აცხადებს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)