|
2019-08-19 16:39:46, 1253 ნახვა
საზოგადოება
პატარა დიღომში ვიქტორ ნოზაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში 5800 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ბორდიური, ამ ეტაპზე კი ტროტუარის მოწყობა და მეორე ფენა ასფალტის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. მისი თქმით, საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. „ამ დროისთვის, გზის მოწესრიგება შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის არის ნოზაძის ქუჩა, სადაც გზა სრულად რეაბილიტირდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ცეკური“ ახორციელებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)