|
2019-08-17 13:41:38, 1479 ნახვა
პოლიტიკა
თალაკაძე: მოვა დრო, როდესაც მავთულხლართები და ღობეები უბრალოდ ანაქრონიზმი გახდება
„იმის მაგივრად, რომ ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, საიდან მოდის ოკუპაციის პრობლემა, გამოდიან და საკუთარ სახელმწიფოს ესვრიან ტალახს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, მოვა დრო, როდესაც მავთულხლართები და ღობეები დროსთან შეუთავსებელი გახდება „დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ეს მავთულხლართები, ეს ღობეები გახდება ანაქრონიზმი და შეუთავსებელი დროსთან. ხელისუფლებამ გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი, ყველა შესაძლო ნაბიჯი, დაწყებული დიპლომატიურ კორპუსთან კომუნიკაციით - მათი ჩაყვანით ადგილზე, დასრულებული საერთაშორისო მექანიზმების - ცხელი ხაზის და სადამკვირვებლო მისიების გამოყენებით, რათა ის პროცესი, რამაც გამოიწვია სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, შეჩერებულიყო. ამ მომენტისთვის, ეს არის შეჩერებული. მის მაგივრად, რომ ჩვენი ოპონენტები და სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფები საუბრობდნენ, საიდან მოდის ეს ოკუპაციის პრობლემა, თუ რა სჭირდება საქართველოს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა მომავალში და მოაგვაროს მშვიდობიანად, ეს ადამიანები გამოდიან და სხვდასხვა ადგილებში დაკავებულები არიან იმით, რომ საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ სახელმწიფოს აკრიტიკებენ და ესვრიან ტალახს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)