|
2019-08-16 19:36:11, 1109 ნახვა
საზოგადოება
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა
2019 წლის იანვარი-ივნისი პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 4681 პიროვნება გამოვლინდა. შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დროის მოცემულ მონაკვეთში, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთა უმრავლესობა მამაკაცია. სულ მოძალადეთა რაოდენობა: 4681 მამაკაცები: 82,7% (3872 მოძალადე) ქალები: 17,3% (809 მოძალადე) იმავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ყველაზე ხშირად, ქალები გახდნენ. სულ მსხვერპლთა რაოდენობა - 4945 მამაკაცები: 18% (886 მსხვერპლი) ქალები: 82% (4059 მსხვერპლი). აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იგივე მონაცემთან შედარებით, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთა რაოდენობა 29,3%-ით, ხოლო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა 28,2%-ითაა შემცირებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დროის ამ მონაკვეთში ოჯახური ძალადობის საქმეზე 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)