|
2019-08-16 19:25:22, 1889 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის, ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო. ია კიწმარიშვილი თ „რუსთავი 2-ის“ 30 პროცენტის გადაცემას ითხოვდა. შესაბამისად, ია კიწმარიშვილს უარი ეთქვა დავის დასრულებამდე უზრუნველყოფის ღონისძიებაზე ყადაღის გამოყენების შესახებ. სასამართლოს გადაწვეტილება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განმარტა. „15 აგვისტოთი არის დათარიღებული განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოსი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ყადაღაზე მოთხოვნა, რაც იყო, განსახილველად მიღებაზე სასამართლომ უარი თქვა. მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე და შპს პანორამასთვის გადაცემული წილების უკან დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილულია, ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მაშინ მას უარი ეთქვა ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2009 წელს და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ერთ და იგივე საფუძვლებით, ერთი და იგივე მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა“, - განუცხადა სალიამ „რუსთავი 2“-ს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)